დონორი: ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისი
ბიუჯეტი: 8000 ევრო
ხანგრძლივობა: 1 ივნისი, 2024 - 1 ნოემბერი, 2024
ქვეგრანტიორი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab)
მედიის განვითარების ფონდი (MDF), საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SovLab) ერთად და ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მედიაწიგნიერების გზით ისტორიის იარაღად ქცევასთან ბრძოლა".
MDF-ის მედიაწიგნიერების ექსპერტები და SOVLAB -ის ისტორიის მკვლევრები შეიმუშავებენ სამაგიდო თამაშს, საბჭოთა პროპაგანდის მეთოდების, საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციების, დეზინფორმაციისა და NATO-სთან დაკავშირებულ ისტორიულ საკითხების შესახებ. თამაში ხელს შეუწყობს ისტორიული ფაქტებისა და კერძოდ, NATO-ს შესახებ ცნობიერების გაზრდას და მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, ასევე, ჩატარდება ოთხი სემინარი კახეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომლის დროსაც გამოყენებული იქნება თამაშების მეთოდზე დაფუძნებული სწავლება. სემინარის მონაწილეები გაეცნობიან პროპაგანდისტული ტაქტიკებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მეთოდებს ისტორიულ კონტექტსში .
პროექტის დასასრულს კი ჩატარდება კონკურსი, რომელიც ონლაინ ქვიზის მეშვეობით საპროექტო თემატიკაზე 3 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას გამოავლენს. ფინალისტების დაჯილდოვება პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდება.