აქტივობები
დონორი: BBC Media Action, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი
ბიუჯეტი: 41,310 GBP
ხანგრძლივობა: 18 მარტი, 2024 – 17 მარტი, 2025
BBC Media Action და the Thomson Reuters Foundation ახორციელებენ 3 წლიან რეგიონულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სომხეთში აუდიოტორიისთვის მაღალი ხარისხის, ზუსტი, მიუკერძოებელი და მიმზიდველი მედია შინაარსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროგრამის ფარგლებში მომზადებული მედია შინაარსი დეზინფორმაციასთან ბრძოლას, დისკუსიის ხელშეწყობას, კორუფციის მხილებას და დემოკრატიის, ინკლუზიისა და ანგარიშვალდებულების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
პროგრამას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი აფინანსებს.