დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
TTRDJ
გაგზავნა

აქტივობები

ოპერაცია ინფექცია - თამაშების მეთოდზე დაფუძნებული სწავლება მედია წიგნიერებისთვის

დონორი:  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
ბიუჯეტი: 8000 აშშ დოლარი 
ხანგრძლივობა:  1 ივნისი, 2024 - 1 ოქტომბერი, 2024 

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აშშ-ის საელჩოს  ფინანსური მხარდაჭერითა ხორციელებს პროექტს „ოპერაცია ინფექცია - თამაშების მეთოდზე დაფუძნებული სწავლება მედიაწიგნიერებისთვის."  

პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარებას ონლაინ თამაშისთვის „ოპერაცია ინფექცია", რომელიც შეიქმნა პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის" ფარგლებში. თამაშის მიზანია საბჭოთა პროპაგანდის მეთოდებისა და აქტიური ღონისძიებების შესახებ ცოდნის გაღრმავება.  

ონლაინ თამაშთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებით ჩატარდება, მათ შორის შეიქმნება თამაშის თემატიკასთან დაკავშირებული საინფორმაციო რესურსები და მისი გამოყენების გზა მკვლევი განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, გამოცხადდება თამაშთან დაკავშირებული კონკურსი, რომელიც  გამარჯვებულებს ონლაინ ქვიზის მეშვეობით გამოავლენს. 

პროექტის დასასრულს კი ჩატარდება თამაშის „ოპერაცია ინფექციას" და მასთან დაკავშირებული მედიაწიგნიერების რესურსების პრეზენტაცია, ამავე ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან ონლაინ ქვიზის გამარჯვებულები.
უკან