აქტივობები
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
ბიუჯეტი: 9,870 აშშ დოლარი
ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2024 - 30 ივნისი, 2025
მედიის განვითარების ფონდი (MDF), აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნებისთვის.” პროექტი მიზნად ისახავს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების უნარების აღჭურვის გზით, საზოგადოების მედეგობის ხელშეწყობას.
კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების უნარების გაღრმავების მიზნით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სემინარები ახალგაზრდებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, რათა მათ სასწავლო პროცესში მედიაწიგნიერების კომპეტენციების და უნარების დანერგვა შესძლონ.
პროექტის აქტივობები ამერიკულ კუთხეებთან და ადგილობრივ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება.