დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CHWJN
გაგზავნა

აქტივობები

SAFIMI: ქართული საზოგადოება FIMI-ს, დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) წინააღმდეგ

 

Donor: ევროკავშირი 

Budget: 357.113,73 EUR

Duration: იანვარი 2025 - ივნისი 2027

ევროკავშირი, მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის (NDICI) - გლობალური ევროპის ფარგლებში ახორცილებს პროექტს "SAFIMI: ქართული საზოგადოება FIMI-ს, დეზინფორმაციისა და კოორდინირებული არაავთენტური ქცევის (CIB) წინააღმდეგ”. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს საზოგადოებრივი მდგრადობის გაძლიერებას და დაცვას დეზინფორმაციისა და უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ.

პროექტი Maldita.es Foundation-ის ხელმძღვანელობით ხორციელდება და მასში მედიის განვითარების ფონდთან ერთად (MDF), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia) და ტრანსატლანტიკური ფონდი (Transatlantic Foundation) არიან ჩართული.  

პროექტი 2025 წლის იანვრიდან 2027 წლის ივნისამდე, 30 თვის განმავლობაში განხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, SAFIMI გეგმავს ტრენინგებში, ინტერაქტიულ ფორუმებსა და სტრატეგიულ ღონისძიებებში 500-ზე მეტი მონაწილე ჩართოს, რათა ინფორმირებული პირების აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, ინფორმაციის სანდოობის გასაძლიერებლად, პროექტის პარტნიორები შეიმუშავებენ აუცილებელ რესურსებს, მათ შორის უწყვეტი მონიტორინგისა და ანალიზის სისტემას, სპეციალიზირებული სასწავლო რესურსებს , ასევე ხელს შეუწყობენ სხვადასხვა ინიციატივებს, მათ შორის, სხვადასხვაენოვანი ჟურნალისტური მასალების შექმნას.


უკან