დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MRVAQ
გაგზავნა

აქტივობები

ლიდერი ქალები დემოკრატიული მმართველობისთვის

დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლებისცენტრი

პროექტის ბიუჯეტი: 43, 570 ლარი

ვადები: 11.04.2014-10.06.2014 

მედიის განვითარების ფონდი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ლიდერი ქალები დემოკრატიული მმართველობისთვის". 

პროექტის მიზანია დემოკრატიული მმართველობისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს ქალთა საარჩევნო პროცესში ჩართულობის წახალისების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, რომლის ფარგლებში სოციალური კლიპების და ქალთა აქტივობის ამსახველი მოძრავი ისტორიული გამოფენის გამართვა იგეგმება.

სამოქალაქო აქტივობების ხელშეწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა ჩართულობის წახალისების მიზნით კი პროექტი სამოქალაქო აქტივიზმსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგარდულ ცენტრებში ტრენინგების ჩატარებას, ასევე ბლოგერების კონკურსის "ჩემი ლიდერი ქალი" გამართვას ითვალისწინებს, რომელიც 10 ლიდერ ქალს და 10 საუკეთესო ბლოგის ავტორს გამოავლენს.


 

უკან