აქტივობები
დონორი: ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სწავლების ცენტრი
გამხორციელებელი ორგანიზაცია: ფონდი ALPE, MDF-თან პარტნიორობით
ვადები: 2013
დაფინანსება: 2, 850 GEL
ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ფონდი ALPE, მედიის განვითარების ფონდის (MDF) პარტნიორობით, ახორციელებს კომუნიკაციურ პროექტს „წარმატებული არჩევნები - მდგრადი დემოკრატია".
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით: მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფორმატში, პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსსა და მნიშვნელობაზე კვალიფიციური ინფორმაციის გავრცელება; წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცედურების დამატებით განმარტება; საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა; საპრეზიდენტო კანდიდებთან მოქალაქეების კომუნიკაციის ხელშეწყობა; აქტიური ამომრჩევლის მნიშვნელობის განმარტება და ამ იდეის ირგვლივ მოქალაქეთა კონსოლიდაცია.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ტრენინგების, დისკუსიების გამართვა, ფეისბუქ გვერდის შექმნა, უმცირესობათა ენებზე საინფორმაციო ფლაერების გამოცემა.