დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
HIQLF
გაგზავნა

აქტივობები

სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგი ქართულ მედიაში

დონორები: საქართველოს გაეროს ასოციაცია,ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

პროექტის ბიუჯეტი: $ 14,960.

ვადები: 15 .03.2013 - 15. 09.2013

საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდი-MDF ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგს ახორციელებს.

პროექტის მიზანია ქართულოენოვან მედია საშუალებებში უმცირესობების თემატიკის კვალიფიციური გაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგისა და მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საჯარო დისკუსიის ხელშეწყობის გზით.

მედიის განვითარების ფონდი პროცესის მონაწილე სუბიექტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესბულ პირებს ყოველკვირეულად მონიტორინგის შედგებს ელექტრონული ბიულეტენის სახით მიაწვდის.

პროექტი 6 გაზეთის (ასავალ-დასავალი, რეზონანსი, 24 საათი, ქრონიკა, ალია, კვირის პალიტრა); 6 ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, რუსთავი 2, კავკასია, მაესტრო და მე-9 არხი) დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების, ასევე მედია-კავშირ "ობიექტივის" პრაიმ-ტაიმის თოქ-შოუს დაკვირვებას ითვალისწინებს.

მონიტორინგი ხორციელდება ასევე იმაზე, თუ რამდენად ახდენენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ინსტიტუტები რეაგირებას შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის გამოვლინებებზე, ასევე დისკრიმინაციის ფაქტებზე საჯარო დისკურსში.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მონიტორინგის შედეგების შსახებ ანგარიშის გამოცემა.

უკან