აქტივობები
დონორები: საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF), შეერთებული შტატების საერთაშოროისო განვითარების სააგენტო (USAID)
პროექტის ბიუჯეტი: $ 24, 183.27
ვადები: 01.12.2009 - 01.06.2010
პროექტის მიზანი:ქართულოენოვან მედია საშუალებებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის კვალიფიციურად გაშუქების ხელშეწყობა.
საქმიანობა: სამი თვის განმავლობაში მედიის განვითარების ფონდი ახორციელებდა ქართულენოვანი მედია-საშუალებების მონიტორინგს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქების კუთხით. მონიტორინგის მასალები ყოველკვირეულად ორენოვანი ბიულეტენის სახით მიეწოდებოდათ მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს დისკრიმინაციული პრაქტიკის პრევენციისა და მედია კრიტიკის ინიცირების მიზნით.
დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის იდენტიფიციების პროცესში თავად უმცირესობების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი. მათი მონაწილეობით გაიმართა სამი ფოკუს-ჯგუფი თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.
ფოკუს-ჯგუფებისა და მონიტორინგის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები ჟურნალისტებისათვის და შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელო პროფესიონალებისთვის "ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მედიაში. საბაზისო პრინციპები”.
ორგანიზაციის ექსპერტებმა და მკვლევარებმა, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრთან პარტნიორობით ჟურნალისტებისთვის მრგვალი მაგიდა და ტრენინგები გამართეს.