აქტივობები
დონორი: აშშ-ს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა
პროექტის ბიუჯეტი: $ 18, 561
ვადები:01.08.2009 – 31.01.2010
პროექტის მიზანი:დევნილი მოზარდების ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. მათი ჩართულობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქმიანობა:პროექტის ფარგლებში 10-დან 18 წლამდე დევნილი მოზარდებისთვის ჩატარდა ესსეებისა და ნახატების კონკურსი, თემაზე "ცხოვრება ომის შემდეგ”. განხორციელებული აქტიური საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ესსეების კონკურსში საქართველოს 9 რეგიონიდან 189 დევნილმა მოზარდმა, ხოლო ნახატების კონკურსში _ 114 მოზარდმა მიიღო მონაწილოება.
პროექტის ფარგლებში გამარჯვებული 20 მოზარდი "დემოკრატიული ტურის” ფარგლებში საქართველოს პარლამენტს, უზენაესს სასამართლოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვია. გამარჯვებულებს მასტერკლასები ხატვასა და ესსების წერაში ჩაუტარდათ. გამარჯვებულთა ნაშრომები კი ალბომის, "ცხოვრება ომის შემდეგ” სახით, გამოიცა და ახალგაზრდების ნახატებთან ერთად პრეზენტაციაზე იყო წარმოდგენილი.