აქტივობები
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
პროექტის ბიუჯეტი: $ 26, 865
ვადები: 1.05.2014 -30.11.2014
მედიის განვითარების ფონდი 1 მაისიდან ახორციელებს პროექტს "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ".
პროექტის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ; ასევე მედიის მიერ ან მედიის მეშვეობით ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ფაქტებზე რეაგირება ალტერნატიული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გზით.
წინამდებარე პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, ხელი მიუწვდებოდეთ კვალიფიციურ კვლევებზე იმ დეზინფორმაციის საპირწონედ, რომელიც ხშირად საჯარო სივრცეში სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება.
ამ მიზნით პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობებია გათვალისწინებული: