აქტივობები
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო
პარტნიორი: გაზეთი"PS”
პროექტის ბიუჯეტი: $ 1, 600.
ვადები: 01.08.2008 – 31.10.2008
პროექტის მიზანი:მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შემუშავება და დამკვიდრების ხელშეწყობა რეგიონალურ მედიაში.
საქმიანობა:პროექტის ფარგლებში მედიის განვითარების ფონდის ექსპერტებმა გაზეთ "PS”-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიული სტანდარტების საკითხებზე ტრეინინგები ჩაატარეს. გაზეთ "PS”-ის რედაქციამ, მედიის განვითარების ფონდის ექსპერტებთან თანამშრომლობით, გაზეთის შიდა-სარედაქციო ეთიკის კოდექსი შეიმუშავა. ეთიკის კოდექსის განხილვაში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ქუთაისის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.