დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
FBJPI
გაგზავნა

აქტივობები

საერთაშორისო სემინარი "მედია ეთიკის საერთაშორისო დღე -IMED 2014"

ორგანიზატორი:საერთაშორისო მედია ეთიკის ცენტრი -CIME

ორგანიზატორი საქართველოში: მედიის განვიტარების ფონდი -MDF

პარტნიორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაეროს ასოციაცია

საერთაშორისო მედია ეთიკის ცენტრი -CIME ყოველ წლიურად მთელ მსოფლიოში მედია ეთიკის საერთაშორისო დღეს- IMED აღნიშნავს. IMED 2014 წელს 19 სექტემბერს გაიმართება.

ყოველწლიური IMED-ის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედია პროფესიონალების, IT ექსპერტების, ბლოგერების, სტუდენტების და დაინტერესებული მოქალაქეების მობილიზება ეთიკურ დილემებზე მსჯელობის მიზნით.

საქართველო წელს პირველად უერთდება ამ საერთაშორისო ფორმატს და ადგილობრივად მას მედიის განვიტარების ფონდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გაეროს ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.

IMED 2014-ის მთავარი ფოკუსი ციფრული მედია ეთიკა და კიბერ უსაფრთხოებაა.

საერთაშორისო სემინარის ფარგლებში გაიმართება იმიტირებული პროცესი სტუდენტების მონაწილეობით და ჟურნალისტებისა და მედია საშუალებების დაჯილდოვება.

2011 წლის IMED-ის შემდეგ, როდესაც ღონისძიებაში 11 ქვეყნიდან 300 ადამიანი მონაწილეობდა, ღონისძიების პოპულარობა მსოფლიოში იზრდება. 2013 წელს მასში 32 ქვეყნიდან 800-ს ადამიანზე მეტი მონაწილეობდა.

 

უკან