დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
SWFOY
გაგზავნა

აქტივობები

ქალები ცვლილებებისთვის

დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

პროექტის ბიუჯეტი57 595 ლარი

ვადები25.10.2014-25.04.2015

მედიის განვითარების ფონდი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს"ქალები ცვლილებებისთვის."

პროექტის, რომლის მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ქალთა თანაბარი ჩართულობის მხარდაჭერა, ფარგლებში იგეგმება საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს (ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ლიდერები) შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმის შექმნა; პარტიათა საარჩევნო პროგრამებში გენდერული საკითხების სრულფასოვანი ასახვის ხელშეწყობა; ახალი ლიდერი ქალების წარმოჩენა და სტიმულირება.

პროექტის კვლევითი კომპონენტი დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს გენდერმგრძნობიარე გახადონ თავიანთი საარჩევნო პროგრამები. კვლევის პროცესში ჩართული იქნებიან ქალთა თანამშრომლობის ქსელის წევრები, ხოლო შედეგები განხილული იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე ნაციონალურ დონეზე პოლიტიკურ პარტიათა მონაწილეობით.

ახალი ლიდერი ქალების წარმოჩენისა და სტიმულირების მიზნით, ჩატარდება ტრენიგები რეგიონებში. ამასთანავე გაგრძელდება ბლოგერების კონკურსი "ჩემი ლიდერი ქალი", რომელიც ახალი ლიდერი ქალების გამოვლენას და ქალთა თანამშშრომლობის ქსელში მათ გაწევრიანებას ისახავს მიზნად.

უკან