აქტივობები
დონორი: საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
პროექტის ბიუჯეტი: 54 430 ლარი
ვადები: 15.06.2015-15.12.2015
პროექტის დემოკრატიის ტური: არჩევნებიდან ინსტიტუტებამდე მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა, დემოკრატიული პროცესის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების გზით; ასევე, ადგილობრივი თემების მობილიზება დემოკრატიული ჩართულობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის ფარგლებში, მომზადდება გზამკვლევი საარჩევნო პროცესის შესახებ, რომელიც ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 4 ქალაქში- ახალქალაქი,ახალციხე,მარნეული,თელავი- მოხდება ახალგაზრდების მობილიზება,საარჩევნო პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის წახალისების მიზნით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით იმიტირებული საარჩევნო პროცესის ჩატარებას,შერჩეული ახალგაზრდების დემოკრატიის ტურში მონაწილეობას და ბლოგების შექმნას.