დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZDUYY
გაგზავნა

აქტივობები

მედია მონიტორინგი

დონორი: ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED

პროექტის ბიუჯეტი: $39 000

ვადები: 1 ოქტომბერი, 2015 -1 ოქტომბერი, 2016

ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის - NED-ის მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობის გაძლიერება და ჟურნალსტთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება. პროექტი ითვალისწინებს მედია შინაარსის მონიტორინგსა და მედიის მარეგულირებელი გარემოს შესახებ ანგარიშების მომზადებას. პერიოდული ანგარიშების ფორმატში გაანალიზებული იქნება ის ფინანსური და მარეგულირებელი გარემო, რომელიც მედია შინაარსზე ახდენს გავლენას.

გარდა მედიის შინაარსობრივი მონიტორინგისა, MDF შეისწავლის მედია საშუალებების საკუთრებისა და გამჭვირვალეობის საკითხებს და მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საკუთრებასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სასამართლო საქმეების, ასევე მთავრობის ადამიანის უფლებათა 2014-2020 წლის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავის შესრულების, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონის შესრულების მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

უკან