აქტივობები
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)
პროექტის ბიუჯეტი: $13 000
ვადები: 15 ოქტომბერი, 2015 –15 ივნისი, 2016
პროექტის მიზანია მედია ბაზარზე არსებული მთავარი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ მონაცემების თავმოყრა მათი შემდგომი ანალიზისა და პოლიტიკის ცვლილებების შეთავაზების მიზნით; მედია საშუალებებზე საბიუჯეტო საკონტრაქტო სერვისების განაწილებისა და სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის გამჭვირვალობის გაზრდა.
პროექტი ითვალისწინებს ცალკეული საჯარო დაწესებულებების მიერ მათი საქმიანობის და პოლიტიკის წარმოჩენის მიზნით მედია ორგანიზაციებისთვის თანხების განაწილების მონიტორინგს, ასევე მედია საშუალებების შერჩევისთვის დადგენილი პროცედურების შესწავლასა და რეკომენდაციების შემუშავებას. იმის გასარკვევად, თუ რამდენად ახდენს საბიუჯეტო სერვის კონტრაქტები გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე, გათვალისწინებულია ცალკეული მედიების შინაარსობრივი მონიტორინგის განხორციელება.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც კვლევის მიგნებებთან ერთად, მედია საშუალებების ფინანსური გამჭვირვალობის, სხვადასხვა თემატური კვლევებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ პერიოდულად განახლებად მასალებს გახდის ხელმისაწვდომს.