დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ABOHR
გაგზავნა

აქტივობები

გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის

დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში

პროექტის ბიუჯეტი: EUR 79 990

ვადები: 1 დეკემბერი 2015 წელი - 1 დეკემბერი 2016 წელი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მედია ორგანოზაციების გამჭვირვალობასა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მიუკერძოებელ გაშუქებას. პროექტის სამიზნეები არიან მედია-ორგანიზაციები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა სამუშაო ფოკუსირებულია არჩევნებზე და პოლიტიკური პარტიები.

პროექტი სამ ფაზად განხორციელდება. პირველი ეტაპი ექსპერტული გამოცდილების ამაღლებაზე იქნება ფოკუსირებული. კონკრეტულად, გათვალისწინებულია წინასაარჩევნო მონიტორინგის მხრივ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ტრენინგის მოდულისა და ეფექტიანი მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე მოწვეული ექპერტის მიერ მედია მონიტორების დატრენინგება. მეორე ეტაპი მთლიანად წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს დაეთმობა. ასევე გაიმართება საჯარო დისკუსიები მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკისა და გამჭვირვალე მედია გარემოს შესახებ. მეორე ეტაპზე ორგანიზაცია დახმარებას გაუწევს პოლიტიკურ პარტიებს, ჩატარდება მათი გამოკითხვა და განხორციელდება მათი ინტერესების ადვოკატირება პასუხის უფლების რეალიზებისა და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გათვალისწინებულია ასევე შუალედური რეკომენდაციების შემუშავება და ჟურნალისტთა ტრენინგი. პროექტის ფინალურ ეტაპზე გათვალისწინებულია განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღებული გამოცდილების, კვლევის შედეგების ფართო განხილვა საერთაშორისო კონფერენციაზე და შემდგომი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების შემუშავება. 

მედიის განვითარების ფონდის პარტნიორია ჰოლანდიაში ბაზირებული ორგანიზაცია Free Press Unlimited (FPU), რომელიც 36 ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს.

უკან