აქტივობები
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს გაეროს ასოციაცია -UNAG
პროგრამისდონორი ორგანიზაცია: აშშ-სსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტო- USAID
MDF-ის 1 წლის ბიუჯეტი:$ 81,365
GDI-ის 1 წლის ქვეგრანტი:$ 16,720
ვადები: 15 ივნისი, 2015 – 30 აპრილი, 2021
მედიისგანვითარებისფონდი (MDF)საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით დააშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს პროგრამის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა" განხორციელებაში.
პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდასაჭერად საქართველოში. კერძოდ, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებსა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობას და დიალოგის დამყარებას; არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრების ფუნქციონირებას და მათ გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებით; სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მხარდაჭერის გზით, სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამებზე სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებას; დისკრიმინაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლას, მედია მონიტორინგს და ადვოკატირებას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის გასახორციელებლად; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ეროვნული დისკუსიის წახალისებას რეგიონალური და ნაციონალური მედია რესურსების გამოყენებით.
მედიის განვითარების ფონდი (MDF)აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახორციელებს მედია კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს მედიასა და საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას. მედიის თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გარდა, პროგრამა ითვალისწინებს მედიის საშუალებების წარმომადგენელთათვის ტრენინგების გამართვას, ახალგაზრდების მონაწილეობით იმიტირებული პროცესების ორგანიზებას და მრავალფეროვნების ინკლუზიური გაშუქების დამკვიდრებას მიზნით, მედიის წარმომადგენელთა ტოლერანტობის პრიზებით ყოველწლიურ დაჯილდოვებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) კოორდინირებით განსაზღვრულია სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" ფორმატში პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოვლინებაზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის დამკვიდრება, ასევე საჯარო სექტორში თვითრეგულირების მექანიზმების დანერგვის ხელწყობა.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა.
პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, პარტნიორები-საქართველო (PG), მედიის განვითარების ფონდი (MDF), სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).