აქტივობები
პროექტის სახელწოდება: მითების დეტექტორი
დონორი: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
პროექტის ბიუჯეტი: $ 10 000
ვადები: 1 ივლისი 2016 – 1 დეკემბერი 2016
მედიის განვითარების ფონდი (MDF) ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს მხარდაჭერით აგრძელებს პროექტს„მითების დეტექტორი".
პროექტის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულების შესახებ. პროექტის ფარგლებში, ანტიდასავლური განწყობების შესწავლის მიზნით ხორციელდება მედია მონიტორინგი. მედიაში გამოვლენილ მცდარ ინფორმაციაზე „მითების დეტექტორი" ამზადებს კვალიფიციურ კვლევებს, რაც ხელს უწყობს მითების მსხვრევას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ და ამ მხრივ საზოგადოების ინფორმირებას.
მითების დეტექტორის კვლევები ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია ვებ-პორტალზე http://mythdetector.ge/