დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
QYBIL
გაგზავნა

აქტივობები

მრავალფეროვნების საკვირაო სკოლა უმცირესობების სტუდენტებისთვის

 

დონორები: შვეიცარიის საელჩო საქართველოში

პროექტის ბიუჯეტი: 19, 000 ლარი

ვადები: 17.02.2014-30.09.2014

მედიის განვითარების ფონდი MDF, შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვოტირების წესით ჩარიცხული არაქათულენოვანი სტუდენტები მომზადებას "მრავალფეროვნების საკვირაო სკოლაში" გაივლიან.

მსმენელბის შერჩევა სამოტივაციო წერილების საფუძველზე მოხდება..

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ სამოქალაქო ჟურნალისტიკის პრაქტიკულ კურსს; მოისმენონ თემატური ლექციები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში; შექმნან მედია პროდუქცია, რომელიცfacebook-ის გვერდზე - განთავსდება. პროგრამის ბოლოს საკონკურსო ჟიური სამ საუკეთესო ჟურნალისტურ ნაშრომს გამოავლენს და ავტორებს სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. პირველ ადგილზე გასული ნაშრომის ავტორი სტაჟირებას რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში გაივლის.

http://mdfdiversityschool.wordpress.com/

 

უკან