დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
QACYO
გაგზავნა

აქტივობები

ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობები - რეგიონული მედიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებისთვის

დონორი: ამერიკის საელჩო საქართველოში

პროექტის ბიუჯეტი: $ 20,770

ვადები: 1 აგვისტო, 2016 წელი - 30 მაისი,  2017 წელი

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით მედიის განვითარების ფონდი -MDF ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონული მედიისთვის თანამედროვე ელექტრონული სერვისების მოხმარების უნარების გაძლიერების, ტრენინგის, კონსულტაციისა და მედია-კონკურსის ჩატარების გზით საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა.  

პროექტის ფარგლებში, 4 რეგიონული მედია-საშუალება დატრენინგდება ორი მიმართულებით: ელექტრონული მმართველობის სერვისების გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიზნებისთვის და მთავრობის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად. ახალი მედიის შესაძლებლობების გამოყენება მომზადებული კონტენტის უკეთ წარმოსაჩენად და მომხმარებელთა რაოდენობის გასაზრდელად. ამისთვის პროექტი გულისხმობს ერთ საერთო და 4 გასვლით ტრენინგის ჩატარებას რედაქციებში და სამიზნე მედია-საშუალებების მენტორინგსა და კონსულტირებას პროექტის განმავლობაში. პროექტით ასევე დაგეგმილია კონკურსის გამოცხადება საგამოძიებო ჟურნალისტური მასალების შესარჩევად ქართულ მედიაში ამ ტიპის მასალების შექმნის წახალისებისთვის. 

უკან