დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CGVGD
გაგზავნა

აქტივობები

მუსლიმი თემის ახალგაზრდობის საჭიროებების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა

დონორი: ჰიდაია
პარტნიორი: საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრი (GIDC)
ბიუჯეტი: € 42, 828. 00
ვადები: 11 მარტი - 11 ოქტომბერი
 
მედიის განვითარების ფონდი, Hedayah-ს პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „მუსლიმი თემის ახალგაზრდობის საჭიროებებისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა". პროექტის მიზანია გამოიკვლიოს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის ახალგაზრდების საჭიროებები და მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროები.

პროექტი ჩატარდება სამ ეტაპად.

პირველი ეტაპი ითვალისწინებს მუსლიმი თემის ახალგაზრდებს შორის, პირისპირ ინტერვიუების სახით, გამოკითხვის ჩატარებას მათი საჭიროებებისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის წყაროების დადგენის მიზნით. მეორე ეტაპი მოიცავს იმ საშუალებების მონიტორინგს, რომლებიც გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება. მესამე, დასკვნითი ეტაპი კი დაეთმობა ფოკუს ჯგუფებში მუშაობასა და მედიისათვის გზამკვლევის შემუშავებას, მუსლიმი თემის საკითხების გაშუქების შესახებ.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

უკან