დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
UXOYC
გაგზავნა

აქტივობები

“მითების დეტექტორის” ლაბორატორია მედიაწიგნიერებისთვის

დონორი: დოიჩე ველე აკადემია (DWA)

პროექტის ბიუჯეტი:  30, 554 EUR

ვადები: 15 თებერვალი - 15 ნოემბერი, 2018

მედიის განვითარების ფონდი (MDF) დოიჩე ველე აკადემიის (DWA) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მითების დეტექტორის ლაბორატორია მედია წიგნიერებისთვის”. პროექტის მიზანია დეზინფორმაციის გამოწვევებს მედია წიგნიერებისა და მედია პროდუქციის წარმოების გზით უპასუხოს.

პროექტი ითვალისწინებს ვებ-პლატფორმის "მითების დეტექტორის” ბაზაზე ახალგაზრდებზე ორიენტირებული "მითების დეტექტორის ლაბორატორიის” შექმნას. აღნიშნულ ფორმატში ახალგაზრდები გაივლიან თეორიულ კურსს პროპაგანდის მეთოდებზე, ასევე შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს, თუ როგორ გადაამოწმონ დეზინფორმაცია, მიაკვლიონ მასალის პირველწყაროს, როგორ განასხვავონ ხარისხიანი მედია პროდუქცია მანიპულაციისგან. კურსის მონაწილეები შექმნიან მულტიმედია პროდუქციას "მითების დეტექტორის” ვებ-პლატფორმისთვის.

უკან