დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OZBMJ
გაგზავნა

აქტივობები

სკოლებში მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა

დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში

პროექტის ბიუჯეტი: 374,680 GEL

ვადები: 1 მაისი 2018 - 30 აპრილი 2020

პროექტი მედია და ინფორმაციული წიგნიერების კურიკულუმის შემუშავების და პედაგოგთა მომზადების გზით სკოლების შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მედია შინაარსის კრიტიკულ აღქმას ისახავს მიზნად. 

შეიქმნება პარტნიორთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და ილიას უნივერსიტეტის მონაწილეობით, რომელიც კონსულტაციას გაუწევს მედიის განვითარების ფონდს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კურიკულუმის შემუშავების პროცესში, რათა გათვალისწინებული იყოს სკოლების საჭიროებები. შეიქმნება ოთხენოვანი (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და ინგლისური) მედია წიგნიერების ონლაინ რესურს ბანკი პედაგოგებისა და ტრენერებისთვის.

მედიის განვითარების ფონდი ჩაატარებს ტრენინგებს მოქმედი პედაგოგებისთვის, ხოლო ილიას უნნივერსიტეტის პედაგოგთა მომზადების ერთწლიან პროგრამაში ინტეგრირებული იქნება მედია და ინფორმაციული წიგნიერების კურსი. პროექტის დასკვნითი ეტაპი კონკურსის და მასწავლებელთა კონფერენციის ორგანიზებას ითვალისწინებს.
უკან