ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი
პროექტის ბიუჯეტი: $ 31 700
ვადები: 24 აპრილი 2018 – 24 დეკემბერი 2018
პროექტის მიზანია ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლურ ღირებულებთან დაკავშირებით საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება. საპროექტო მიზნის მისაღწევად დასახულია ანტიდასავლური განწყობების წყაროების და გზავნილების შესწავლა მედია მონიტორინგის გზით; "მითების დეტექტორის” ფორმატში მედიით გავრცელებულ არასწორ ფაქტებზე სწრაფი და კვალიფიციური რეაგირება, მათ შორის უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე; უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლა და პრობლემურ თემებზე დისკუსიების ინიცირება; ხელისუფლების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელების შეფასება ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით.
პროექტის ფარგლებში "მითების დეტექტორი” აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გახდება ხელმისაწვდომი, განხორციელდება მონიტორინგი, თუ რამდენად ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. ჩატარდება ფოკუს ჯგუფები და დისკუსიები. საბოლოო ანგარიშის საფუძველზე მომზადდება რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ყველა ჩართულ აქტორს უკეთ დაგეგმოს შესაბამისი აქტივობები და მოახდინოს მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება.
უკან