დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
YWSAQ
გაგზავნა

აქტივობები

ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის

პროექტი: ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედია მოხმარებისთვის
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
პროექტის ბიუჯეტი: 299,930.00 USD
ვადები: 1 სექტემბერი 2018 – 31 აგვისტო, 2022
 
პროექტი მიზნად ისახავს მედია მომხმარებლებში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას, ხარისხიანი მედია-პროდუქტის მანიპულირებულისგან გარჩევის უნარების განვითარების და ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი რეგიონული ახალგაზრდების უნარების გაძლიერებას ითვალისწინებს, რათა მათ ყალბი ინფორმაციის გამოვლენა და გადამოწმება დამოუკიდებლად შეძლონ. ამ მიზნით გათვალისწინებულია ტრენინგების, სემინარების, კონკურსების გამართვა, "მითების დეტექტორის” ვებ-გვერდზე ახალგაზრდების მიერ გადამოწმებული მასალების გამოქვეყნება, რეგიონებში კვლევების ჩატარება. შეიქმნება ონლაინ თამაშები, ვიდეო რგოლები და სხვა რესურსი, რომელიც მედიაწიგნიერებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.  

პროექტის  ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია აქტივობები აკადემიური ინსტიტუტებისთვის, რათა MDF-ის სასწავლო რესურსების დახმარებით მათ მედიის სასწავლო კურიკულუმში ინფორმაციის გადამოწმების თანამედროვე ტექნიკების თემატიკის ინტეგრირება შეძლონ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება საქართველოს 17 ქალაქში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გაიმართება.
უკან