დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZTKFW
გაგზავნა

აქტივობები

საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება

პროექტი: საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება 

დონორი: ევროკომისია

განმხორციელებელი ორგანიზაცია: European Values Think-Tank

პარტნიორები: MDF (საქართველო), ჰიბრიდული ომის ანალიტიკური ჯგუფი (უკრაინა), მოლდოვა. 

პროექტის ბიუჯეტი: 2000 EUR

ვადები: დეკემბერი 2018 - ნოემბერი 2019

პროექტის მიზანია საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. პროექტი ითვალისწინებს დასახელებულ ქვეყნებში იმ ორგანიზაციებისა და ექსპერტების მხარდაჭერას, რომლებიც კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძვიან. პროექტის ფარგლებში შესაბამის ორგანიზაციებსა და ექსპერტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ხოლო პროექტის დასასრულს გამოქვეყნდება სახელმძღვანელო, რომელიც აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას დაეხამრება, თავი დაიცვან კიბერ, ინფორმაციული, ფიზიკური თუ სხვა სახის საფრთხეებისაგან.  

საქართველოში პროექტი ხორციელდება მედიის განვითარების ფონდის მიერ European Values Think-Tank-თან თანამშრომლობით. 


უკან