პროექტი: ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში
დონორი: ჰიდაია
ბიუჯეტი: 77 448 EUR
ხანგრძლივობა: დეკემბერი 2019 - აპრილი 2021
პროექტის მიზანია ქართული მედია საშუალებების, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება ძალადობრივ ექსტრემიზმსა და ტერორიზმზე ეფექტიანი რეაგირებისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის. პროექტი მიზნად ისახავს მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას და მათი უნარების განვითარებას, რეაგირება მოახდინონ ძალადობრივი ექსტრემიზმის ან ტერორიზმის შემთხვევებზე და თავიდან აიცილონ კრიზისი კომუნიკაციის პროცესში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჭიროებათა კვლევის ჩატარება და მედიისა და სტრატეგიულ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების ზრდა ტრენინგების მეშვეობით. ასევე დაგეგმილია იმიტირებული პროცესების ჩატარება და ჟურნალისტებისთვის კონკურსის გამოცხადება ინკლუზიური გაშუქების თემატიკაზე. უცხოელი ექსპერტის ჩართულობით, მედიის განვითარების ფონდი სიმულაციურ მოდულებსა და კურიკულუმებს განავითარებს, რომლებიც აკადემიურ კურსებში დაინერგება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.