პროექტი: "მედიაწიგნიერების საწყისები. ახალი მიდგომები და ძლიერი ბენეფიციარები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მედაწიგნიერების ხელშეწყობისათვის”
დონორი: გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო
განმხორციელებელი ორგანიზაცია: N-ost, MDF
ბიუჯეტი: 16 137 EUR
ხანგრძლივობა: აგვისტო 2019 - დეკემბერი 2019
პროექტი მიზნად ისახავს მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას 5 ქვეყანაში - უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, საქართველო და ყაზახეთი, მედიაწიგიერების ახალი მიდგომების განვითარებით და გავრცელებით.
პროექტი ითვალისწინებს მედიაწიგნიერების მიდგომების ადგილობრივ კონტექსტთან ადაპტირებას, მედიაწიგნიერებაში ჩართული აქტორებისა და ორგანიზაციების ქსელის განვითარებას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებსა და ექსპერტერტებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერების ინოვაციური მიდგომების შესახებ შეიქმნება და განხორციელდება10 მინი-პროექტი, გაიმართება 2 საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა და ხუთივე ქვეყანაში ჩატარდებ აერთი ტრენერთა ტრენინგი.