დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EGDZS
გაგზავნა

აქტივობები

ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების გაცვლითი პროგრამა “ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა” (“Fighting Fakes”)

პროექტი: ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების გაცვლითი პროგრამა "ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა” ("Fighting Fakes”)
დონორი: გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო
განმხორციელებელი ორგანიზაცია:Deutsche Gesellschaft e.V.
ბიუჯეტი: Deutsche Gesellschaft e.V. - 54.678 EUR, მედიის განვითარების ფონდი - 2.820 EUR
ხანგრძლივობა: აგვისტო 2019 - დეკემბერი 2019

პროექტი მიზნად ისახავს  დემოკრატიაზე ყალბი ამბების გავლენის შესახებ ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას და მათ უკეთ ინფორმირებას დეზინფორმაციის გავრცელებასა და მასთან გასამკლავებლად გადადგმულ  ნაბიჯებთან დაკავშირებით. 

პროექტი ითვალისწინებს ქართველი და გერმანელი ჟურნალისტებს შორის  დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებთან ბრძოლის შესახებ გამოცდილების გაზიარებას და მათი დაახლოების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში  ჟურნალისტები საქართველოდან სასწავლო ვიზიტით ბერლინში გაემგზავრებიან, გერმანელი ჟურნალისტები კი თბილისს ეწვევიან.  ისინი მონაწილეობას მიიღებენ სემინარებში დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გამოწვევების, პოლიტიკურ პროცესებზე მისი გავლენისა და მედია სტანდარტის შესახებ. მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით საკუთარ გამოცდილებას  მასპინძელი ქვეყნის კოლეგები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გაუზიარებენ. ჟურნალისტები შეხვდებიან სახელმწიფო უწყებებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებსაც.
სასწავლო ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე მოამზადებენ მცირე კვლევას დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რომელსაც საქართველოში "მითების დეტექტორის” ვებ-გვერდზე, ასევე იმ მედიაში გამოაქვეყნებენ, რომელსაც თავად წარმოადგენენ.
უკან