პროექტი: COVID-19-ზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა საოკუპაციო ხაზს მიღმა
დონორი: შავი ზღვის ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის/აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდი
პარტნიორი: ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR)
ბიუჯეტი: 24 967 USD
ხანგრძლივობა: 1 მაისი 2020 – 15 თებერვალი 2021
პროექტის მიზანია COVID–19-ის შესახებ მედიით გავრცელებული დეზინფორმაციის წყაროებისა და გზავნილების იდენტიფიცირება და საზოგადოების მედეგობის ზრდა საოკუპაციო ხაზს მიღმა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალის "მითების დეტექტორის” სამედიცინო დანართის შექმნა, რომელზეც ფაქტებსა და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მომზადებული მასალები, მათ შორის სამედიცინო და სამეცნიერო ბლოგები განთავსდება. პროექტის ფარგლებში მომზადებული მაალები რუსულ ენაზე ითარგმნება და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის IWPR-ის საკომუნიკაციო პლატფორმებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელდება. კვლევის ფარგლებში გამოვლენილ ტენდენცეიბზე მომზადდება საბოლოო ანგარიში, რომელიც პოლიტიკის განმსაზღვრელ აქტორებს სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში შეუწყობს ხელს.