გენდერ ბარომეტრი - სექსისტური განცხადებების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში
პროექტი: გენდერ ბარომეტრი - სექსისტური განცხადებების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
პარტნიორი: კავშირი ‘საფარი’
ბიუჯეტი: 24, 940 USD
ხანგრძლივობა: 7 აგვისტო - 30 ნოემბერი, 2020
პროექტის მიზანია, საჯარო პირების მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების მხილება, ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების ადვოკატირება.
მედიის განვითარების ფონდი (MDF) წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ ქსელებში ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებული სექსისტური სიძულვილის ენის მონიტორინგს ჩაატარებს. ამავდროულად, საფარი გამართავს 3 ფოკუს ჯგუფს მედიაექსპერტების, პოლიტიკოსებისა და გენდერის სპეციალისტების მონაწილეობით და მონაცემებზე დაყრდნობით, შეიმუშავებს სექსისტური სიძულვილის ენის ინდიკატორებს, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე იქნება მორგებული. MDF გამართავს მონიტორინგის მეთოდების, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების რესურსების პრეზენტაციას, ასევე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გადაიღებს სოციალურ ვიდეო რგოლს და შექმნის ვებ-პლატფორმას, რომელზეც თავმოყრილი იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი ყველა რესურსი, მათ შორის ადვოკატირების გზამკლევევი.
უკან