პროექტი: გლობალური ჰაკათონი დეზინფორმაციის წინააღმდეგ
დონორი: Zinc Network
პარტნიორი: Forset
ბიუჯეტი: £ 26,017
ხანგრძლივობა: 3 აგვისტო, 2020 - 19 თებერვალი, 2021
პროექტის მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების გენერირება, რომელიც ხელს შეუწყობს მავნე ინფორმაციული ოპერაციებისა და ყალბი კონტენტის გამოვლენას.
პროექტი ითვალისწინებს გლობალური ჰაკათონის ორგანიზებას, სადაც მოწვეულნი იქნებიან დეველოპერები, გრაფიკული დიზაინერები, მედიაწიგნიერებითა და ციფრული ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობის მისაღებად.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 2-6 ადამიანისგან შექმნილი გუნდები მენტორებთან ერთად იმუშავებენ ინოვაციური ტექნოლოგიური ინსტრუმენტების შექმნაზე (მაგ. თამაშები, აპლიკაციები, ჩატბოტი და ა.შ.), რაც დეზინფორმაციისა და სხვა მავნე ინფორმაციული ოპერაციების გამოვლენასა და ანალიზს ისახავს მიზნად.
ჰაკათონი მოიცავს სხვადასხვა ტრენინგებსა და ვორქშოფებს ჩვენი პარტნიორებისგან Bellingcat-დან და Facebook-დან. ჰაკათონის მედია პარტნიორები არიან
On.ge და
Civil.ge