პროექტი: ვიდეო ბლოგების სერია - მეხსიერება
დონორი: Zinc Network
ბიუჯეტი: £ 5000
ხანგრძლივობა: იანვარი - მარტი, 2021
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კრემლის მიერ მართული, იდენტობის დისკურსის გარშემო დეზინფორმაციისა და მითების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. შესაბამისად, მისი მიზანია გამოავლინოს საბჭოთა რეპრესიების პოლიტიკის გავლენა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე და ამ დისკურსის განეიტრალებისთვის შექმნას რეპრესიების შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარატივები, როგორც რესტიტუციის პოლიტიკის, ასევე, დასავლური ღირებულებების შესახებ.
პროექტი გულისხმობს 5 ვიდეო ბლოგის, 10 ინფორმაციული ვიზუალური ბარათის (ეროვნული არქივის შესაბამის მასალებზე დაყრდნობით) შემუშავებას პროაქტიული სოციალური მედია კამპანიისთვის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის გაზრდისთვის.