დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
OOXWY
გაგზავნა

აქტივობები

ფეისბუქის მესამე მხარესთან პარტნიორობის ფაქტების გადამოწმების პროგრამა

პროგრამა: ფეისბუქის მესამე მხარესთან პარტნიორობის ფაქტების გადამოწმების პროგრამა
დონორი: Facebook Ireland Limited
ბიუჯეტი:
171,200 $ (სექტემბერი - დეკემბერი, 2020); 
240,000 $ (იანვარი - ივნისი, 2021);
243,400 $ (ივლისი-დეკემბერი, 2021);
630,400 $ (იანვარი-დეკემბერი, 2022);
520,000 $ (იანვარი-დეკემბერი, 2023).
2020 წლის სექტემბერში, მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების პორტალი - მითების დეტექტორი - Facebook-ის პარტნიორი გახდა, მესამე მხარესთან პარტნიორობის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში. მითების დეტექტორი განიხილავს და აფასებს ფეისბუქზე გავცრელებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეს, რომელიც მიზნად ისახავს სიახლეების ხარისხისა და ნამდვილობის ხელშეწყობას. როდესაც გავრცელებული ამბავი ინიშნება როგორც ყალბი, ფეისბუქი სიახლეების ველში ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის ამ ინფორმაციას, რითაც ამცირებს ყალბი ამბების გავრცელებას და აფრთხილებს იმ ხალხს, ვინც ხედავს ამ შეტყობინებას ან ცდილობს გააზიაროს პოსტი, რომელიც ყალბად მოინიშნა. ერთიდაიგივე ანგარიშის მიერ ყალბი ინფორმაციის განმეორებით გავრცელების შემთხვევაში, ფეისბუკმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ანგარიშზე გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ფეისბუქის მიერ, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) წევრ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
უკან