დონორი: კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი (KAS)
პროექტის ბიუჯეტი: 8,310 EUR
ვადები: სექტემბერი-დეკემბერი 2021
მედიის განვითარების ფონდი (MDF) კონრად ადენაუერის სახელობის ფონდთან (KAS) თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს "EaP მედია ჰაბი” რომელიც მიზნად ისახავს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (EaP) ჟურნალისტების ჰაბის შექმნას, რომელიც პროფესიული კავშირების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ჰაბი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან ჟურნალისტებს შორის თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას ისახავს მიზნად, რაც ადგილობრივ მედიასაშუალებებში რეგიონული თემების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ჟურნალისტთა ჰაბის შექმნის შემდეგ, MDF და KAS შეარჩევენ და დააფინანსებენ EaP ქვეყნების ჟურნალისტთა ინიცირებულ 3 პროექტს, რომელიც ერთობლივი მედიაპროდუქტის შექმნასა და შესაბამისი ქვეყნების მედიაში განთავსებას ისახავს მიზნად.