დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
XWEIO
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 24 იან 2014

რეკომენდაციები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

7 ორგანიზაციის (განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), კონსტიტუციის 42-ე მუხლი,ადამიანის უფლებათა ცენტრი,საარჩევნო გარემოს განვითარებისცენტრი (EEDC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI),რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB), მედიის განვითარების ფონდი (MDF) მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც გადაეგზავნა პარლამენტის ინტერფრაქიულ ჯგუფს განსახილველად.

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმა არ შეიძლება შეიცავდეს ძირეულ - სისტემურ ცვლილებებს, თუმცა არჩევნების თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი საკითხების მოწესრიგება:

 

არჩევნების დღის პროცედურების გამარტივება

მიგვაჩნია, რომ არჩევნების დღე გადატვირთულია რიგი პროცედურებით, რაც ართულებს პროცესის ადმინისტრირებას, წარმოადგენს ბიუროკრატიულ მექანიზმებს და მოითხოვს დამატებით რესურსებს. საუბნო და რეგისტრატორთა ბეჭდებზე ნაჭდევისა და მარკირების პროცედურის ამოღებით შესაძლებელია არჩევნების დღის პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივება.

 

საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობის ოპტიმიზაცია

მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქცია - მოვალეობები და მოხდეს მათი ოპტიმიზაცია. კენჭისყრის დღის პროცედურების გამარტივებისა და რიგი ფუნქციების სწორად გადანაწილების პირობებში მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობის შემცირება. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს უნდა ქონდეს მინიჭებული კონკრეტული ფუნქცია, ხოლო იმ უბნებზე სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მცირეა შესაძლებელია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 6 წევრის ნაცვლად დანიშნული იქნას 3, 4 ან 5 წევრი. კომისიების შემადგენლობის ოპტიმიზაცია კი ხელს შეუწყობს არსებული რესურსის უკეთ გადანაწილებას, ადმინისტრაციის წევრებისთვის უკეთესი ანაზღაურებისა და მომზადების შესაძლებლობას.

 

საარჩევნო ადმინისტრაციის უკეთ მომზადებისათვის აუცილებელი ნაბიჯები

მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგებზე დასწრების ვალდებულების შემოღება. ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრთა გამოწვევის ვადების შეზღუდვა და არსებული ვადების გაზრდა (არჩევნებამდე მინიმუმ 25 დღემდე), რათა მოხერხდეს კომისიის წევრთა სათანადო მომზადების უზრუნველყოფა.

 

აგიტაციის შეზღუდვა არჩევნების დღეს

მიგვაჩნია, რომ კენჭისყრის დღემდე 24 საათით ადრე აგიტაციის შეზღუდვა და დუმილის გამოცხადება პოზიტიურ წვლილს შეიტანს არჩევნების დღეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ასევე, პრევენციულ ზომად შეიძლება აღიქმებოდეს საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერთა მობილიზაციისა და ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის თავიდან აცილების კუთხით.

 

პოლიტიკურ პარტიების დაფინანსება

მიგვაჩნია, რომ გამიჯნული უნდა იქნას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევა, რაც ადმინისტრაციული შეცდომით არის განპირობებული და განზრახ ჩადენილი სამართალდარღვევა, რომელთაგან პირველი პროპორციულ სამოქალაქო სანქციებს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო უფრო მძიმე განზრახ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდეს.

 

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების ბარიერი უნდა დაიწიოს მოკლევადიან პერსპექტივაში ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო საერთო არჩევნებისათვის. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბარიერი 4%-მდე უნდა აიწიოს.

 

მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წლიური ხარჯების საერთო ოდენობა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს. მთლიან შიდა პროდუქტთან კავშირი უნდა გაუქმდეს და დადგინდეს რეალური ზღვარი, რომელიც შეესაბამება მოსახლეობის რაოდენობას და საარჩევნო კამპანიისათვის ხელმისაწვდომ რესურსებს.

 

უმნიშვნელოვანესია გადაიხედოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რესურსები და მანდატი, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი ფინანსური მონიტორინგის განხორიცელება და პოლიტიკაში არსებული თანხების მაქსიმალური გამჭვირვალობის ხელშეწყობა.

 

მედია და არჩევნები

მიგვაჩნია, რომ კანონით უნდა განისაზღვროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ზედა ზღვარი. მაუწყებელთა ფინანსური დეკლარაციების მიხედვით დაანგარიშდეს ე.წ. უფასო პოლიტიკური რეკლამის ღირებულება და მოხდეს მისი კომპენსირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ ცვლილებების განხორციელება ერთის მხრივ ხელმისაწვდომს გახდის პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ყველა პარტიისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს მაუწყებლების მდგრადობას.

 

ასევე, კვალიფიციურ საარჩვენო სუბიექტებს მიეცეთ სპეციალური სარეკლამო ვაუჩერები, რომლითაც ისინი შეძლებენ განათავსონ პოლიტიკური რეკლამა მათთვის სასურველ არხზე. ამგვარი ცვლილება მოუხსნის ე.წ. უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ტვირთს კერძო მაუწყებლებს.

 

გენდერული თანასწორობა

მიგვაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად შემოღებული იქნას ქმედითი მექანიზმები, რაც რეალურად გაზრდის ქალთა წარმომადგენლობას ადგილობრივ დონოზე არჩევით თანამდებობებზე.

უკან