თარიღი: 24 იან 2014
MDF საშობაო მილოცვა
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ქრისტეს შობას ქრისტიანული სამყაროს იმ ნაწილს, მათ შორის ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
ვუერთდებით და ვიზიარებთ იმ დიდ სიხარულს, რომელიც ამ დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა კონფესიების მრევლს, სიყვარულით აერთიანებს და გვწამს, რომ ერთიანობის ეს განცდა საქართველოს, როგორც დიდი ქრისტიანული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილის ძლიერებისა და ყოველი ჩვენგანის ბედნიერი მომავლის საწინდარია.
გილოცავთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს.
უკან