დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EJOFU
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 20 დეკ 2013

მედიაში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

20 დეკემბერს მედიის განვითარების ფონდმა MDF ფრონტლაინ კლუბში ქართულ მედიაში სიძულვილის ენის და დისკრიმინაციული გამოხატვის მედია მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

მონიტორინგი, რომელიც ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენაზე დაკვირვებას ისახავდა მიზნად, 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები მედიის, პროფესიული და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ასევე მედიის განვითარების ფონდისა და საქართველოს დემოკრატიული ინიცატივის (GDI) ერთობლივი რეკომენდაცია პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ ქსენოფობიასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმების შექმნის შესახებ.

პროექტი ”ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
უკან