11-12 ნოემბერს, თბილისში გამართულ
მე-10 სამხრეთკავკასიურ მედია კონფერენციაზეაზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და ხელისფლების წარმომადგენლები მედიის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ბოლო ათი წლის მანძილზე გატარებულ ცვლილებებზე მსჯელობდნენ.
მე-10 საიუბილეო კონფერენცია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გახსნეს.
საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ
მოხსენებაკონფერენციაზე მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ხორბალაძემ გააკეთა, ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა.
კონფერენციის დასასრულს ღონისძიების მონაწილეებმა შეიმუშავეს ერთობლივი
დეკლარაცია, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ რეგიონში არსებულ გამოწვევებს ასახავს. მათ შორისაა, ჟურნალისტთა უსაფრთხოების, ინტერნეტის თავისუფლების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი მაუწყებლებისა და მარეგულირებლების დამოუკიდებლობის საკითხები.