დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CXUZJ
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 15 დეკ 2013

გენდერმედიატორი ჟურნალისტებისთვის

გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი პუბლიკაცია"გენდერმედიატორი".გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიაში გენდერული საკითხების პროფესიულად გაშუქებას; ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე გააცნოს მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმები და პროფესიული სტანდარტები; ასევე ხელი შეუწყოს თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტურ დანერგვას, რაც გენდერულ საკითხებზე მედია გაშუქების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

აღნიშნული პუბლიკაციის გამოცემა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO-სა და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
უკან