თარიღი: 21 სექ 2013
ტრენინგი მედიაში გენდერულ საკითხებზე
21 სექტემბერს მედიის განვითარების ფონდმა სტუდენტებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის რეგიონალური მედიიდან, ტრენინგზე უმასპინძლა, რომელიც მედიაში გენდერული საკითხების გაშუქებას მიეძღვნა.
ღონისძიებაზე, რომელიც UNESCO-ს მხარდაჭერით გაიმართა, MDF-ის ექსპერტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებს გენდერული თემატიკის გაშუქების ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციები, მათ შორის იუნესკოს მიერ შემუშავებული გენდერ-მგრძნობიარე ინდიკატორები; ისტორიულ ჭრილში ქალთა თემატიკის კველევის; ფემინიზმის; ასევე გენდერული საკითხების საერთაშორისო ინსტურმენტების თემატიკა გააცნეს.
მედიის განვითარების ფონდი UNESCO-ს ეგიდით მხარდაჭერილი პროექტის "ქალები წარსულიდან - მაგალითი მომავლისთვის” ფარგლებში მომავალში მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეების მედიაში ქალთა თემატიკის კვლევას და საზოგადოებაში პოპულარიზაციას გეგმავს.
უკან