დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JDQQL
გაგზავნა

სიახლეები

თარიღი: 14 ივნ 2013

GDI-ისა და MDF-ის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერთობლივი პრესკონფერენცია პოლიტიკაში ეთნიკური, რელიგიური, სექსისტური და ჰომო/ტრამსფობიური რიტორიკის აღმოფხვრასთან დაკავშირებით


გიორგი ტუღუშმა (საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივა - GDI) და თამარ ხორბალაძემ (მედიის განვითარების ფონდი - MDF), 2013 წლის 14 ივნისს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკაში ეთნიკური, რელიგიური, სექსისტური და ჰომო/ტრამსფობიური რიტორიკის პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებს.

პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ქსენოფობიურმა განცხადებებმა და შეფასებებმა საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში სახიფათო მასშტაბი შეიძინა და უკვე ნორმად დამკვიდრდა. ქართული მედია სივრცე გაჯერებულია მსგავსი ტიპის რიტორიკით, რასაც მკაფიოდ აჩვენებს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული არაერთი კვლევის შედეგი.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მანკიერი პრაქტიკის ერთერთი ძირითადი წყარო საქართველოში მოქმედი პოლიტიკური კლასია. პოლიტიკური პარტიების, გაერთიანებებისა და მოძრაობების ლიდერები და წევრები, ასევე მათი მხარდამჭერი საჯარო პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციების ოფიციალურად დეკლარირებული შეხედულებებისა, ხშირად საკუთარ პოლიტიკურ რიტორიკას სწორედ ქსენოფობიასა და სიძულვილის ენას აფუძნებენ.

აღინიშნა, რომ ყოველივე ეს ხელსაყრელ ფონს უქმნის იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებსაც ეს მოქმედება რიტორიკიდან მოქმედებაში გადაყავთ, რისი მკაფიო მაგალითი 17 მაისსა და შემდგომ დღეებში განვითარებული მოვლენები იყო, როდესაც ჰომოოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე თავად იქცა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დემონსტრირების დღედ.

ხსენებული პრობლემების დასაძლევად ხელმომწერ ორგანიზაციებს საჭიროდ მიაჩნიათ სამოქალაქო სექტორის გაერთიანება ქსენოფობიასთან ბრძოლის იდეის ქვეშ, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი სამოქალაო პლატფორმა. აღნიშნულ ფორმატში ერთი მხრივ განხორციელდება ეფექტური მონიტორინგი (საჭიროების შემთხვევაში რეაგირებაც) ამ რიტოტირკის გამოყენების თითოეულ ფაქტზე და მეორე მხრივ საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირების ხელშეწყობა.

ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა შექმნან ან გააძლიერონ შიდაპარტიული მექანიზმები, რომელებიც უზრუნველყოფენ პოლიტიკურ საქმიანობაში ქსეონოფობიის ყველანაირი გამოვლინების აღმოფხვრას და გამოითქვა მზადყოფნა, აქტიურად შეეწყოთ ხელი პოლიტიკურ ორგანიზაციებს ამ მიმართულებით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობაში.


უკან