თარიღი: 30 მაი 2013
დისკუსია - სიძულვილისა ენისა და დისკრიმინაციის
მონიტორინგის შედეგები
მედიასა და საჯარო სივრცეში სიძულვილისა ენისა და დისკრიმინაციის მონიტორინგის შედეგები, მათ შორის ჰომოფიბიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან საქართველოში განვითარებული მოვლენების გაშუქების დროს გამოვლენილი დარღვევები, განიხილეს მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა 30 მაისს გამართულ მრგვალ მაგიდაზე.
ფონდის დირექტორმა თამარ ხორბალაძემ და ექსპერტმა ქეთი მსხილაძემ დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტისა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციების შესახებ.
დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც ჟურნალისტთა პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუცუინალური მექანიზმების ეფექტური გამოყენების აუცილებლობაზე, ასევე ისეთ ვითარებებზე, როდესაც სიძულვილის და დისკრიმინაციის წყარო საჯარო პირები არიან და მედია მხოლოდ მსგავსი გამოხატვის უკრიტიკო გამტარია.
მედიის განვითარების ფონდი მსგავსი დისკუსიების გამართვას, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, მომავალშიც გეგმავს.
უკან