დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
KMGHV
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 10 მაი 2013

სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგი ქართულ მედიაში

საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის- "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდი-MDF ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგს ახორციელებს.

პროექტის მიზანია ქართულოენოვან მედიასაშუალებებში უმცირესობების თემატიკის კვალიფიციური გაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგისა და მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებულ პრობლემებზე საჯარო დისკუსიის ხელშეწყობის გზით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საბოლოო ანგარიშისა და რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე, მედიის განვითარების ფონდი პროცესის მონაწილე სუბიექტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესბულ პირებს ყოველკვირეულად მონიტორინგის შედგებს ელექტრონული ბიულეტენის სახით მიაწვდის.

პროექტი 6 გაზეთის (ასავალ-დასავალი, რეზონანსი, 24საათი, ქრონიკა, ალია, კვირისპალიტრა); 3საერთო-ეროვნული (საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი და რუსთავი2) და 3 ადგილობრივი ტელევიზიის (კავკასია, მაესტრო და მე-9არხი) დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების, ასევე მედია-კავშირ "ობიექტივის” საღამოს თოქ-შოუს დაკვირვებას ითვალისწინებს.

მონიტორინგი ხორციელდება ასევე იმაზე, თუ რამდენად ახდენენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ინსტიტუტები რეაგირებას შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის გამოვლინებებზე საჯარო დისკურსში.

წინამდებარე ბიულეტენი 15-დან 22 აპრილიამდე მონიტორინგის მთავარ მიგნებებს ასახავს.


სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგი ქართულ მედიაში, ბიულეტენი №1
უკან