დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
CRKQT
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 17 აგვ 2012

განათლების საკითხების გაშუქება მედიაში

"მედიის განვითარების ფონდი” წარმოგიდგენთ მონიტორინგის შედეგებს თემაზე: "განათლების საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში”. მონიტორინგი ჩაატარა ჟურნალისტმა მაკა ჯაიანმა პროექტის – „მედია მონიტორინგი – პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" – ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო". მოცემული ნაშრომი წარმოადგენს 2012 წლის 15 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში განათლების თემაზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ტელეეთერით გადაცემული სიუჟეტების ანალიზს.

გაანალიზდა 6 ტელევიზიის მთავარი საუნფორმაციო გამოშვებები და 5 გაზეთის მასალები. კერძოდ, ტელევიზიები: „პირველი არხი", „რუსთავი 2", „იმედი", „მაესტრო", „კავკასია", „მე–9 არხი"; გაზეთები: „კვირის პალიტრა", „ასავალ–დასავალი", „ქრონიკა", „ალია", „რეზონანსი".

ანალიზი მიმდინარეობდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საკითხის მნიშვნელოვნება; სიზუსტე, ბალანსი, წყაროების რაოდენობა და სპეციფიკა; წერის სტილი, მასალის სტრუქტურა, ციტატები, ლიდი, ვიზუალური მასალის შესაბამისობა ტექსტთან.


საერთო ტენდენციები

კვლევამ აჩვენა, რომ ქართული მედია განათლების საკითხებით საშუალო სიხშირით ინტერესდება. ამასთან, ტელევიზიებში, ეს ინტერესი, ძირითადად, სფეროში მომხდარი ახალი ამბებით შემოიფარგლება. მათზე ორჯერ ნაკლებია რაოდენობა იმ სიუჟეტებისა, რომელიც პრობლემურ საკითხებს ეძღვნება. არის თემები, რომელსაც ტელევიზიების ნაწილი უგულებელჰყოფს, არ აშუქებს და, პირიქით, არის თემები, რომელსაც ეთერში ორი სიუჟეტის სამყოფ დროს უთმობენ. ტელევიზიებში, ისევე, როგორც გაზეთებში შეინიშნება ერთი და იგივე თემების გაშუქების ფაქტები, კონკრეტული თემებისადმი, ერთი მხრივ – კრიტიკული მიდგომის დეფიციტი, მეორე მხრივ კი – გადაჭარბებული კრიტიკულობა. უკვე აღნიშნულის გარდა, გაზეთებში შეინიშნება ფოტოების, არა მარტო ხარისხის დეფიციტი, არამედ გაზეთების ნაწილში – პრობლემები ჟურნალისტური ეთიკური ნორმების დაცვის თვალსაზრისით.   

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.


განათლების საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში
უკან