დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
BXYXU
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 15 ოქტ 2012

მედიის განვითარების ფონდი „მედიამონიტორში“

გადაცემა "მედიამონიტორი" საზოგადოებრივი მაუწყებლის, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მზადდება 2012 წლის გაზაფხულიდან.

პროექტის პირველი ეტაპი საზოგადოებისთვის ქართული მედიის ფართომასშტაბიანი მონიტორინგის შედეგების გაცნობას ითვალისწინებდა.

გადაცემაში წარმოდგენილი იყო კვლევის შედეგები, თუ როგორ შუქდება პრესაში, რადიოში, ონლაინ თუ ტელემედიაში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები და იკვეთება ტენდენციები.

პროექტის მეორე ეტაპი კი უშუალოდ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს ითვალისწინებდა. საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები პირდაპირ ეთერში მიმოიხილავდნენ, თუ როგორ გააშუქეს ჟურნალისტებმა აქტუალური თემები და არჩევნებში მონაწილე პარტიების ან კანდიდატების აქტივობა.

პრესისა და მაუწყებლების ფართომასშტაბიან მონიტორინგს 7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ატარებს.

„მედიის განვითარების ფონდის" წარომომადგენელმა 5 გადაცემაში მიიღო მონაწილეობა ექსპერტის რანგში.


მედიამონიტორი - 08.10.2012

მედიამონიტორი - 17.09.2012

მედიამონიტორი - 06.08.2012

მედიამონიტორი - 25.06.2012

მედიამონიტორი - 21.05.2012


უკან