წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქების სტანდარტის დაცვა მედია - საშუალებების მიერ. სწორედ ამიტომ "მედიის განვითარების ფონდმა" ჩაატარა განმეორებითი კვლევა თემაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქება ტელევიზიებსა და სააგენტოებში.
აღნიშნული კვლევის მიზანია, გაარკვიოს, თუ რამდენად თვისობრივად შეცვალა მედიამ მიდგომა საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქებისას წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2011 წლის 10-11 ოქტომბერსა და 7-8 დეკემბერს გამოქვეყნებულ ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით განხორციელდა. კვლევა მიზნად ისახავს აჩვენოს, რამდენად იცავენ მედია საშუალებები ადგილობრივ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა პროფესიონალური სტანდარტების უგულვებელყოფამ არ გამოიწვიოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.
კვლევის ავტორია მედიის განვითარების ფონდის ექსპერტი ქეთევან მსხილაძე. კვლევა მომზადდა პროექტის "მედია მონიტორინგი – პროფესიული და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო".
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.