დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
FFZDG
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 04 ივლ 2012

გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში

მედიის განვითარების ფონდის ექსპერტის ქეთევან მსხილაძის მიერ გენდერული საკითხების გაშუქების ჩატარების შესახებ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჟურნალისტების გენდერმგრძნობიარობა სერიოზული პრობლემაა ქართულ მედიაში. გარდა საზოგადოებაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპებისა და ჟურნალისტების, როგორც ამ საზოგადოების ნაწილის, სტერეოტიპული აზროვნებისა, ამის მიზეზი გენდერის გაშუქების საკითხებში ჟურნალისტების გაუთვითცნობიერებლობა.

კვლევა განხორციელდა პროექტის მედია მონიტორინგი- პროფესიონალური და ანგარიშვალდბეული მედიის განვითარებისთვის ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო.

კვლევის მიზანი ქართულ მედიაში გენდერული საკითხების, კერძოდ კი, ქალთა და ქალებთან დაკავშირებული თემების გაშუქების მონიტორინგი იყო. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია კვლევის მეორე ეტაპის შედეგები. ეს კვლევა ქალთა და ქალებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას სტერეოტიპების გამოყენების მონიტორინგს ითვალისწინებდა. ასევე, ყურადღება ექცეოდა მაუწყებლობის შესახებ კანონით და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული იმ მოთხოვნებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვას, რომლებიც გენდერული საკითხების გაშუქებას უკავშირდება.

მონიტორინგის მეორე ეტაპის მიზანი იყო დაგვედგინა, გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა მედიაში გენდერული საკითხების გაშუქების კუთხით. ამისათვის, ამ მონიტორინგის შედეგები შედარებული იქნა პირველი მონიტორინგით მიღებულ სურათთან, რომელიც 2011 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. პირველმა მონიტორინგმა გენდერის გაშუქებაში შემდეგი ტენდენცია გამოავლინა:

გენდერული საკითხების გაშუქებისას ქართულ მედიაში სტერეოტიპული აზროვნება და მიდგომები ჭარბობს. ქალებსა და ქალთა საკითხებზე მომზადებული მასალების უმეტესობა გენდერულ სტერეოტიპებს არა თუ ამცირებს, არამედ პირიქით, აძლიერებს. ჟურნალისტები არ არიან გათვითცნობიერებული გენდერის საკითხებში და შესაბამისად, გენდერული სტერეოტიპებით აზროვნებენ. სტერეოტიპების გამყარებას ქართული მედია ხელს უწყობს როგორც სიტყვით (დაბეჭდილი თუ ზეპირი ტექსტი) და გამოსახულებით (ვიდეო თუ ფოტომასალა), ასევე საკითხების არაგენდერმგრძნობიარე გაშუქებით. განმეორებითმა მონიტორინგმა ეს დასკვნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილში.


გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში, II ანგარიში
უკან